ხელვაჩაურის მერია მოსახლეობის საჭიროებების კვლევას გენდერულ ჭრილში იწყებს. კვლევის მეთოდიკა მოიცავს გენდერულ თანასწორობასა და ადამიანის უფლებებს, პოლიტიკასა და მიდგომებს.ასევე გენდერული თანასწორობის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვალდებულებებს და გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მექანიზმებს.გენდერის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა უკვე გაიმართა. განისაზღვრა კვლევის ჩატარების საჭიროებები და პასუხისმგებლობების გადანაწილება.