თურქეთის სამხრეთ პროვინციაში, ჰატაიში, მიწისძვრიდან 228 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ქალი და მისი ორი შვილი ცოცხალი ამოიყვანეს.
პირველადი დახმარების შემდეგ სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35,4 ათას ადამიანს გადააჭარბა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.