უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე - უკრაინის გენშტაბი

16 თებერვალი 2023, 10:10 524 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 17 საკონცენტრაციო ზონას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მტერი ამახვილებს თავის ძირითად ძალისხმევას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და მაინერის მიმართულებებზე, გრიანიკოვკას, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და უგლედარის რაიონებში.

გენერალური შტაბის განცხადებით, დღის განმავლობაში მტერმა 3 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელა. გარდა ამისა, დაფიქსირდა 52 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

რუსმა დამპყრობლებმა დონეცკისა და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ცეცხლი გაუხსნეს. არიან დაჭრილები და დაღუპულები.

"გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. კერძოდ, ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკასა და სერებრიანსკის სატყეო მეურნეობას და დონეცკის რეგიონში ფედოროვკას, ბახმუტს, დილიევკას, ავდეევკას, ვოდიანს, პერვომაისკის, მარინკას, ნოვომიხაილოვკას, უგლედარს, პრეჩისტოვკას და ნოვოსელკას მახლობლად"-აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში