ილიას ზუროსმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 14 კაციანი შემადგენლობა დაასახელა

14 თებერვალი 2023, 21:29 663 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 14-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 

23 და 26 თებერვალს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის, რომელთა მოგების შემთხვევაშიც ისტორიულ შედეგს მიაღწევს და მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გავა. 

საქართველო 23 თებერვალს, ქალაქ ალმერეში ნიდერლანდებს შეხვდება, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება და 26 თებერვალს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით მატჩში უშუალო კონკურენტ ისლანდიას დაუპირისპირდება. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 

  • რატი ანდრონიკაშვილი;
  • გივი ბაქრაძე;
  • ბექა ბექაური; 
  • მიხეილ ბერიშვილი; 
  • მერაბ ბოქოლიშვილი; 
  • ბექა ბურჯანაძე;
  • კახაბერ ჯინჭარაძე;
  • გიორგი კორსანტია;
  • ილია ლონდარიძე;
  • თად მაკფადენი;
  • დუდა სანაძე;
  • თორნიკე შენგელია;
  • გიორგი შერმადინი;
  • გიორგი ცინცაძე.

არსებული 14 კალათბურთელიდან ილიას ზუროსი შეარჩევს, თუ რომელმა 12-მა უნდა ითამაშოს ნიდერლანდებთან და რომელმა 12-მა - ისლანდიასთან.

საქართველოს ნაკრები ვარჯიშს 17 თებერვალს, თბილისი არენაზე დაიწყებს, ხოლო ნიდერლანდებში 20 თებერვალს, გამთენიისას გაემგზავრება.

ნიდერლანდებთან მატჩი ამსტერდამიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალმერეს “ტოპსპორტცენტრუმ არენაზე” 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება. ჯგუფის თამაშების შემდეგ – ფინალურ ეტაპს ამომავალი მზის ქვეყანა უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი