ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. უკვე გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული უზრუნველყოფა, იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომიდან გაკვეთილი.
ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო.