საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც, სხდომის დაწყების წინ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, სხდომაზე განსახილველი თემები ჯერ ცნობილი არ არის.
„როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბარი და არ მგონია, ეს საკითხი იყოს, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
წმინდა სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ საპატრიარქომ განცხადება 10 თებერვალს გაავრცელა.