ტურისტების სტატისტიკა

03 თებერვალი 2017, 00:00 2142 ნახვა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში ტურისტების რაოდენობა 32.4%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. როგორც აღნიშნა, 2017 წლის იანვრის  მონაცემებით, საქართველოს 387,070 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 63,911-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.  მისივე თქმით, 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ დოლარს, რაც 177 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი