ხელვაჩაურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამრომელი, გენადი სურმანიძე გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ტყვია გულის არეში აქვს მოხვედრილი. გარდაცვლილი, გუშინ საღამოს, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით ოჯახი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
ოჯახის ნათესავები აჭარის მაუწყებელთან ამბობენ, რომ გენო სურმანიძე, ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.