საფეხბურთო კლუბი "გონიო" ახალი სეზონისთვის გაძლიერებას აგრძელებს. გუნდმა 35 წლის გამოცდილი ნახევარმცველი კახი მახარაძე დაიმატა. მახარაძე სხვადასხვა დროს უზბეკურ "პახთაგორში", "ლოკომოტივში" და "სოგდიანაში" გამოდიოდა.
კახი უზბეკეთის ჩემპიონატის 6 გზის და თასის 3 გზის გამარჯვებულია. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს "დინამო" თბილისის და "დინამო" ბათუმის ღირსებასაც იცავდა. მახარაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 შეხვედრა ჩაატარა.