აქცია სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ

12 თებერვალი 2023, 17:25 701 ნახვა

მორიგი საპროტესტო აქცია სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ. ტბელ აბუსერიძის 32-34 ნომერში მცხოვრებლები საცხოვრებელი კორპუსის დროულად ჩაბარებას ითხოვენ.

ამბობენ, რომ ბინები 2020 წლის მაისში უნდა მიეღოთ ექსპლუატაციაში, თუმცა ამ დრომდე აქ ცხოვრება შეუძლებელია, დაცული არ არის უსაფრთხოების ნორმები, არ არის გაყვანილი კომუნიკაციები, სამშენებლო კომპანიას კი ჩაბარების ვადები გახანგრძლივებული აქვს.

აქციაზე იმყოფებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებიც. 

სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემას ოქტომბრამდე ეტაპობრივად მოაგვარებენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი