რაგბი დიდი 10-ის მე-13 ტურის შეხვედრაში სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" გასვლაზე თბილისის "ლოკომოტივი" 14-57 დაამარცხა.
ბათუმელებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდეს და 2 მიიღეს.
"ბათუმის" შემადგენლობიდან ორო ლელო სიჭინავამ დადო, ხოლო თითო კლდიაშვილის, მ.ნინიძის, კორტავას, ფოფხაძის, სვანიძის და ძნელაძის ანგარიშზეა.
ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმელები 35 ქულას აგროვებენ და დიდი 10-ის გათამაშებაში მე-4 პოზიციაზე ინაცვლებენ.
მომდევნო ტურში "ბათუმი" 25 თებერვალს შინ ქუთაისის "აიას" უმასპინძლებს.