თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა

12 თებერვალი 2023, 11:46 577 ნახვა

თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა - ამის შესახებ თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიწისძვრის რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა.

„რეგიონში  ლავის  ან  ნავთობის ნაკადები არ არის. ეს მეტი არაფერია, ვიდრე მიწისძვრის მიერ გამოწვეული მასიური მოძრაობა. ქვის სტრუქტურული ჯგუფები არ არის, რომლებსაც ვულკანური ამოფრქვევის შექმნა შეეძლებათ.  7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიას იგივე ეფექტი აქვს, რაც 500 ატომურ ბომბს”, - თქვა ორჰან თათარმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი