ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნას აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ საფინანსო საკითხებში, გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მუდმივი ცვლილებების გამო, მან უარი თქვა წინადადების დეტალების დაკონკრეტებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ პენტაგონი საბრძოლო მასალის წარმოებაში აპირებს ინვესტირებას, რათა საკუთარი მარაგები შეავსოს და უკრაინას დაეხმაროს.
მაკკორდის თქმით, მთავრობა თავდაცვითი ბიუჯეტის საბოლოო თანხის დამტკიცებასთან „ძალიან ახლოს” არის და თეთრი სახლი ამ მაჩვენებელს 2024 წლისთვის ერთიან საბიუჯეტო მოთხოვნაში შეიყვანს, რომლის გამოქვეყნებაც 9 მარტს არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, დეკემბერში აშშ-ის კანონმდებლებმა 2023 წლისთვის თავდაცვითი მოთხოვნილებებისთვის რეკორდული 858 მილიარდი დოლარის გამოყოფა დაამტკიცეს, რაც 10%-ით აღემატება წინა წლის თავდაცვით ბიუჯეტს.