საქართველოს სუპერლიგის გათამაშებაში საკალათბურთო კლუბმა "ბათუმმა" გასვლაზე გურჯაანის "დელტა" ანგარიშით 76:68 დაამარცხა. ბათუმელთა მხრიდან კაილი რიდლმ 23 ქულა, 2 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა და მისი მარგიქმედების კოეფიციენტი 26 გაუტოლდა.
ბათუმელები ამ დროისთვის სუპერლიგაში 20 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს ბუბა ბერიშვილის გუნდი 15 თებერვალს შინ "ოლიმპის" წინააღმდეგ გამართავს.