სტიქიის შედეგად დაზარალებულებს რთულ პირობებში უხდებათ ცხოვრება

09 თებერვალი 2023, 14:22 668 ნახვა

თურქეთში  მიწისძვრის შედეგად  დაზარალებულები საკვებისა და სითბოს გარეშე  ღია ცის ქვეშ რჩებიან. ქალაქ გაზიანთეპში ჰაერის ტემპერატურა  ხუთ გრადუსამდე  დაეცა.  ათასობით ოჯახმა ღამე  ღია ცის ქვეშ, ნაწილმა მანქანებსა და  კარვებში გაათენა.

ქალაქის ხელისუფლებამ ათასობით მოქალაქეს  აუკრძალა იმ  სახლებში დაბრუნება, რომლებიც ნგრევას გადაურჩა, თუმცა რეგიონში ყოველდღიური  მიწისქვეშა ბიძგების  გამო დანგრევის რისკის ქვეშ არის.  ბევრი ოჯახი აკრიტიკებს მთავრობას მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ცუდად ორგანიზების გამო. 

გაზიანთეპში სოციალურად დაუცველი  ოჯახები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია მათთვის.

"ჩვენი შვილები იყინებიან, მთავრობას ბავშვებისთვის  კარვები მაინც უნდა გამოეგზავნა  - ამბობს  5 შვილის მამა. ანალოგიური სიტუაციაა სირიაშიც.

ქალაქ ჯანდარისში უსახლკაროდ დარჩენილებმა მეორე ღამე  ქუჩაში, მანქანებსა და კარვებში გაათენეს. გათბობის ერთადერთი საშუალება კოცონია, რომლის დასანთებად იძულებული არიან პარკის  სკამები და ბავშვების ტანსაცმელი დაწვან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი