თურქეთში მსხვერპლთა რიცხვი 9 ათასზე მეტია, სირიაში კი 3 ათასს აჭარბებს. გუშინ თურქეთის პრეზიდენტი მიწისძვრის ეპიცენტრში, კაჰრამანმარასში ჩავიდა და იქ გაშლილ "კარვების ქალაქს" ეწვია, სადაც ცხოვრობენ მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები. მან აღიარა ხარვეზები თურქეთის ხელისუფლების კატასტროფაზე დაგვიანებული რეაგირების გამო, მაგრამ პირობა დადო, რომ არავინ დარჩება ქუჩაში.
პრეზიდენტი ერდოღანი ისკენდერუნსა და ადანაშიც ჩავიდა და დაზარალებულებს შეხვდა.