თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა აღიარა გარკვეული პრობლემები მიწისძვრაზე ხელისუფლების მხრიდან თავდაპირველ რეაგირებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ სტიქიის რეგიონში ახლა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 8574-მდე გაიზარდა.ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია მიწისძვრით განადგურებულ რეგიონში. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და მეზობელ სირიაში სტიქიამ 11 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სტიქია თურქეთში, ვნახოთ რეპორტაჟი.