"დინამო“ ბათუმსა და დანიურ "ნაესტვედს" შორის დღეს გასამართი საკონტროლო შეხვედრა გაუქმდა

08 თებერვალი 2023, 14:02 727 ნახვა

"დინამო“ ბათუმსა და დანიურ "ნაესტვედს" შორის, დღეს გასამართი საკონტროლო მატჩი გუნდების შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა - ინფორმაციას "დინამო“ ბათუმის პრესსამსახური ავრცელებს.

ხვალ, შავიზღვისპირლები ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიურ "ლიეპაიას“ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 17:30 სთ-ზე დაიწყება და გულშემატკივარს მისი ხილვა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ „დინამო“ ბათუმმა თურქული შეკრების მეორე ეტაპის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, უკრაინული ოლექსანდრია 4:2 დაამარცხა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი