აშშ-ს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით კონგრესში გამოვიდა. ჯო ბაიდენმა თავის მიღწევებს შორის დაასახელა საერთაშორისო კოალიციის შექმნა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
ბაიდენმა გაცილებით მეტი ისაუბრა თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე: მათ შორის ეკონომიკის მდგომარეობასა და უმუშევრობის დონეზე.