თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრისგან დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 549-მდე გაიზარდა, სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში კი 13 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
"თურქეთი არა მხოლოდ თავისი ისტორიის, არამედ მსოფლიო ისტორიის უდიდესი კატასტროფის წინაშეა. გადაუდებელი დახმარებისა და დამხმარე საქმიანობებისთვის, პირველ რიგში, ჩვენი ინსტიტუტების განკარგულებაში გამოვყავით 100 მილიარდი ლირის რესურსი. ამჟამად, ჩვენი 53,317 სამძებრო-სამაშველო ოფიცერი და დამხმარე პერსონალი მუშაობს ნანგრევების ზონაში. რიცხვი ყოველ საათში იზრდება, ჯგუფებით თურქეთიდან და საზღვარგარეთიდან. ჩვენი ჟანდარმერია მუშაობს კატასტროფის ზონაში თავისი ათასობით პერსონალით, ასევე 26 სატვირთო თვითმფრინავით, ჩვენი სანაპირო დაცვის სარდლობა თავისი გემებითა და ნავებით“, - განაცხადა ერდოღანმა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრისას დაშავებულთა რაოდენობა ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს.