ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლო პარტიას - ნიკა მელია

07 თებერვალი 2023, 13:02 572 ნახვა

რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით სახელისუფლო პარტიას შეუქმნიან კომფორტს.

"პარტია პარლამენტში თუ რჩება, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან – უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით – კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლო პარტიას“, - წერს ნიკა მელია.

შეგახსნებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს საქართველოს პარლამენტში, სადაც განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში და გააგრძელებენ კონსულტაციებს მანდატების დატოვებაზე. ასევე ცნობილი გახდა, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი