სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

06 თებერვალი 2023, 20:30 977 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროცესები კი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი