თურქეთში, მიწისძვრის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან.
"თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია, მიწისძვრის შედეგად, ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ.-ის გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში, დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული.