საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქეთში მიწისძვრის გამო, ქვეყნის საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს.
"თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:
საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040; +905392208280; გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400; გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
თურქეთში, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 284 ადამიანი დაიღუპა, 2 323 კი - დაშავდა.