"ვოლტის" კურიერები გაიფიცნენ. მათი ნაწილი დღეს არ მუშაობს. ისინი თბილისში ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ.
კურიერები კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ - პირველ რიგში ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რადგან ამბობენ მუშაობა ყინვასა და სიცივეში უწევთ.