ბათუმის სარაგბო კლუბმა 2023 წელი გამარჯვებით დაიწყო. ირაკლი ნინიძის გუნდმა საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მე-12 ტურში ქუთაისის „არესს“ უმასპინძლა და 27:10 დაამარცხა.
ბათუმელებმა შეხვედრაში მეტოქეს საერთო ჯამში 5 ლელო დაუდეს. გატანილი ლელოთი თავი, ნუკრი ფერსელიძემ, გიორგი მენაბდემ, ზურა ძნელაძემ და ანზორ სიჭინავამ გამოიჩინეს, ხოლო მამუკა ნინიძის ანგარიშზე 2 გარდასხვა და 1 გატანილი ჯარიმა დაგროვდა.
ამ დროისთვის შავიზღვისპირელები დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან.
მომდევნო შეხვედრას ბათუმის სარაგბო კლუბი 9 თებერვალს სტუმრად „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს.