საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ევროკომისიის ანგარიშის მეორე ნაწილი შეაფასეს მე-3 სექტორში. მათი თქმით, მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათი თქმით, ანგარიშში არაა შეფასებული ფუნდამენტური უფლებები და მართლმსაჯულების სისტემა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველო რამდენად შეძლებს იყოს ევროპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრაში. ექსპერტების ნაწილის თქმით, საქართველოს ივლისში უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, რადგან ქვეყანა მოლდოვას და უკრაინას წინ უსწრებს. კიდევ რა განცხადებები გაკეთდა მესამე სექტორის მხრიდან გვეტყვის სიმონ შანავა