საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი რეგიონებში დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო მოსახლეობას აფრთხილებს

03 თებერვალი 2023, 18:37 771 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, გზებზე ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ.

ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მონიტორინგს უწევენ ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილებას დაბა წაღვერიდან ბაკურიანი-ცემის მიმართულებით ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილის მძღოლებს არ მიეცემათ საშუალება გადაადგილდნენ ზემოთ აღნიშნული მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი