დღეს, ქედაში ფრიდონობას ზეიმობენ. სახალხო ზეიმი პოეტის, მწერლის, დრამატურგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში აღინიშნება. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული სახალხო დღესასწაული ,,ფრიდონობა“, რომელსაც 2008 წელს, პოეტის სიცოცხლეშივე ჩაეყარა საფუძველი. 2012 წელს გაიხსნა ფრიდონ ხალვაშის სახელობის სახლ-მუზეუმი, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ერთადერთია.