თეონა სტურუა ფიფას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა

03 თებერვალი 2023, 17:32 660 ნახვა

ქართველი მსაჯი, თეონა სტურუა, ფიფას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა. სტურუა ფიფას 2023 წლის სიაში პირველი ქართველი ქალი მთავარი მსაჯია, რაც უფლებას აძლევს საერთაშორისო შეხვედრები იმსაჯოს.

თეონა სტურუა ფეხბურთს ქუთაისის "მართვეს“ შემადგენლობაში თამაშობდა, არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ორჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელი.ასევე ქუთაისის „მართვეს“ მაისურით მონაწილეობა მიუღია ქალთა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში. რაც შეეხება ნაკრებს ოთხი წლის განმავლობაში ირიცხებოდა საქართველოს გოგონათა19-წლამდე ნაკრებში.

2016 წლიდან იყო საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი. სამსაჯო კარიერა 2018 წლიდან, მსაჯის ასისტენტად დაიწყო, შემდეგ კი, მთავარი მსაჯი გახდა.

2023 წლისთვის, თეონა სტურუასთან ერთად, ფიფას საერთაშორისო მსაჯის სტატუსი კიდევ ორ ქართველ ქალ არბიტრს აქვს - ხათუნა მაისურაძე და ქეთევან გაიპარაშვილის საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტები არიან.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი