ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება, სერიოზული მდგომარეობაა - კელი დეგნანი

02 თებერვალი 2023, 13:05 509 ნახვა

სერიოზული მდგომარეობაა, როგორც ჩვენ ვნახეთ გუშინ. ჩემი ხელისუფლება და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება.

„სერიოზული მდგომარეობაა, როგორც ჩვენ ვნახეთ გუშინ. ჩემი ხელისუფლება და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულები ვართ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა  მიიღოს სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ყველა ჩვენგანი ვფოკუსირდებით - პირველ რიგში, რომ გვესმოდეს, რა არის მისი დიაგნოზი და რა სჭირდება და შემდეგ, იმაზე, რომ ხელისუფლება აწვდის მას ამ მომსახურებას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხისთვის თვალყურის მიდევნებას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი