ბათუმის მერიამ მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელის მომზადებაზე მუშაობა დაიწყო. საწყის ეტაპზე მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურმა სტარტაპ ნარატივების კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მერია დაგეგმავს შესაბამის ღონისძიებებს. ბათუმის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პორტფელს მერია 2022 წლის თებერვალში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’ ფარგლებში მოპოვებული გრანტით განახორციელებს. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი გაეროს განვითარების პროგრამა იუენდიპია.