საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებსა და გერმანიის ნაკრების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია - ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს და გერმანიის ნაკრებების მატჩი 5 თებერვალს ავჭალის სტადიონზე 13:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ "ბორჯღალოსნები" 11 თებერვალს გასვლაზე ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრებს ესტუმრებიან, ხოლო 18-ში კი ესპანეთს ტორელავეგაში ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 4 მოგებითა და 1 ფრით დაასრულა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.