საქართველოში გასულ წელს კვების ეროვნული კვლევა ჩატარდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყანაში უმეტესი ოჯახი დროდადრო საკვებ პროდუქტს კრედიტებით ყიდულობს. გარდა ამისა სრულწლოვან რესპონდენტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი კვება არაჯანსაღია. რა პროდუქტებით იკვებება მოსახლეობა ძირითადად და რა დაავადებების გამომწვევი შეიძლება გახდეს სხვადასხვა საკვები პროდუქტის დეფიციტი.