ბრაზილიაში იუნიორ ფეხბურთელთა გუნდი ავტოკატასტროფაში მოჰყვა

31 იანვარი 2023, 14:20 421 ნახვა

4 ადამიანი დაიღუპა ბრაზილიის აღმოსავლეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. ავტობუსი, რომლითაც საფეხბურთო გუნდის წევრები მგზავრობდნენ,  ხიდიდან გადავარდა. მსხვერპლთა დიდი ნაწილი მოზარდია, რომლებიც  რიო დე ჟანეიროს ახალგაზრდა საფეხბურთო კლუბის წევრები იყვნენ. 

სამაშველო ბრიგადის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები და ერთი ზრდასრული.

ავტობუსი 10 მეტრიანი ხიდიდან  მას შემდეგ გადავარდა, რაც მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი დაკარგა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

ვილა მარიას გუნდი ეროვნული თასის  ფინალურ შეჯიბრებაში მონაწილეობის შემდეგ სახლში გამარჯვებული ბრუნდებოდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი