პაკისტანში მეჩეთი ააფეთქეს

30 იანვარი 2023, 17:55 378 ნახვა

პაკისტანის პოლიციამ გაავრცელა კადრები, რომლებზეც ფეშავარის მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგებია ასახული. სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა თავდასხმის დროს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ამ ქალაქში, სადაც ისლამისტი ბოევიკები აქტიურ მოქმედებებს განაგრძობენ. მედიკოსების მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაშავდა 147 ადამიანი, მათგან ბევრი მძიმე მდგომარეობაშია. პრემიერ-მინისტრმა შებაზ შარიფმა აფეთქებას თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აქტს თავდასხმა უწოდა. შემთხვევის მომენტში მეჩეთში 260 ადამიანი იმყოფებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში