ჩინეთის სამხრეთ სინციანის პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ აქსუში, სინძიანის დედაქალაქ ურუმჩის სამხრეთ-დასავლეთით 657 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
ხელისუფლებამ შესაბამის სამსახურებს სარკინიგზო რელსების, ხიდების, გვირაბების და საგზაო სიგნალების შემოწმება და ზარალის შეფასება დაავალა.