საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა კარიერა გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ "კარლსრუეში" გააგრძელოს.
გამოცემა "BNN"-ის ინფორმაცით, ქართველის ტრანსფერი "კარლსრუეში" გადაწყვეტილია და კლუბში დღეს ელოდებიან. გამოცემა ასევე წერს რომ ზივზივაძე ახალ გუნდთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორებს.
"კალსრუე" ამ დროისთვის მეორე ბუნდესლიგაში 18 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.