''ნაციონალურ მოძრაობაში'' შიდა პარტიული არჩევნები მიმდინარეობს, ამომრჩეველთა 75- ზე მეტმა პროცენტმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
ხმის მიცემა ხვალ 10 საათისთვის დასრულდება, პარტიის ახალი ლიდერის ვინაობა კი 12 საათისთვის გახდება ცნობილი.
ხმის მიცემასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზი შეიქმნა, რომელიც როგორც აცხადებენ დღის ბოლომდე გამოსწორდება.
ასევე, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები სავარაუდო ჰაკერულ თავდასხმაზეც საუბრობდნენ, რომელიც ამერიკულმა მხარემ უკვე აღმოფხვრა.