ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია. ხვალიდან ორი დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის ასარჩევად შიდა პარტიული არჩევნები იწყება. მანამდე იყო კომპრომატების ომი, გაერთიანების მომხრე კი 4-დან მხოლოდ ერთი კანდიდატი , ნონა მამულაშვილია. ახალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის წესით აირჩევენ და როგორც პარტიაში ამბობენ, რეგისტრაციის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უპრეცედენტოა.