სამუშაო საათების შემცირება - რესტორატორთა ასოციაციის ბრიფინგი

27 იანვარი 2023, 14:53 626 ნახვა

შრომის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა, ვსაუბრობ გარკვეულ შემთხვევებში სამუშაო საათების შემცირებაზე, ბიზნესის წარმომადგენლებს პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ „საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა ისაუბრა.

შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ბიზნესმა სტრატეგია უნდა შეცვალოს, მოერგონ ცვლილებებს და ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად იფიქრონ. მისი თქმით, ახალ სამუშაო საათებს უკვე იცავს ბევრი ბიზნესის წარმომადგენელი, თუმცა ბევრისთვის ეს თავსატეხი და გადაულახავი პრობლემა აღმოჩნდა.

შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც შრომითი პროცესი კვირაში 48 საათია.

სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი