შშმ პირთა უფლებების ადვოკატირება 

27 იანვარი 2023, 14:40 1358 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, მხარდამჭერი ინიციატივები და გამოწვევები - ახალი პროექტის ფორმატში ამ საკითხებზე მუშაობას აგრძელებენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები.

3 წლიანი პროექტი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და შშმ პირთა ადვოკატირების პროცესში  მათ ჩართულობას ითვალისწინებს.

იგეგმება საკანონმდებლო ადვოკატირების ჯგუფების რეგიონული ქსელის შექმნა, ცვლილებების პაკეტის მომზადება და პირველი პოდკასტის შექმნაც, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე  დისკუსიებს დაეთმობა.

ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტს ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ახორციელებენ.

პრეზენტაციის პარალელურად შეხვედრაზე შეაჯამეს უკვე განხორციელებული პროექტი, რომელიც შშმ პირთა მართლმსაჯულების წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებს ეხებოდა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში