ზაზა ხალვაშის ''ლოტო'' როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე 

27 იანვარი 2023, 11:20 1286 ნახვა

ზაზა ხალვაშის ახალი მხატვრული ფილმის  ''ლოტოს'' მსოფლიო პრემიერა შედგება დღეს როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე  საკონკურსო სექციაში ‘Big screen competition’.

ფილმი საქართველოს და ლიეტუვის ეროვნული კინოცენტრებისა და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

"ლოტო" - იგავი ზღვისპირა ქალაქზე" - ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია , ერთ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე.

სამწუხაროდ, რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. შემოქმედებით ჯგუფს გამოაკლდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ზურაბ ქავთარაძეც.

ფილმის დასრულებაში მონაწილეობა მიიღეს თამთა ხალვაშმა, გიორგი შველიძემ და ლევან კუხაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი