უეფა რუსეთის დასჯას აგრძელებს. 2023 წლის უეფას სუპერთასის მატჩი ყაზანის ნაცვლად ათენში გაიმართება.
შეხვედრა 16 აგვისტოს, საბერძნეთის დედაქალაქში, არენა "გეორგიოს კარაისკაკისზე" ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის მატჩი 1972 წლიდან ტარდება.
ტიტული ყველაზე მეტჯერ, ხუთ-ხუთჯერ ბარსელონას, რეალსა და მილანს აქვთ მოგებული.
შარშან სუპერთასის გამარჯვებული მადრიდის რეალი გახდა, რომელმაც ფრანკფურტის აინტრახტი 2:0 დაამარცხა.