ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

24 იანვარი 2023, 14:45 735 ნახვა

ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი სერტიფიკატი ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში უნისეფის წარმომადგენელმა  ბათუმის ვიცე  მერს გადასცა.

მერიის ინფორმაციით, 2020 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს ბათუმის მუნიციპალიტეტსა და იუნისეფს შორის ბავშვის მიმართ კეთილგანწყობილი ქალაქების ინიციატივასთან მიერთების შესახებ. 

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, შემუშავდა სტრატეგია და 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და ბავშვზე მორგებული ქალაქის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, ბათუმი ოფიციალურად მიიღებს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში არაერთი  პროექტი განხორციელდა. მათ შორის: ახალგაზრდულ ცენტრში გამოიყო ბავშვთა ოთახი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით აღიჭურვა. გაფართოვდა სოციალური პროგრამები დაუცველი ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახებისთვის. ბათუმის მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა ახალგაზრდული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 

წელს უნდა დასრულდეს 3 ბაღის მშენებლობა, მათივე ინფორმაციით, უკვე მოეწყო 19 სკვერი, 10 მინი სპორტული მოედანი, 7 საბავშვო ატრაქციონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი