აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით სამდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები თავიანთ საწარმოებზე მორგებულ ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ფინანსური წიგნიერების გაუმჯობესება, მენეჯმენტის პრაქტიკების დანერგვა.
პროექტში 30-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს.
პროექტი 2 ეტაპისგან შედგება - ვორქშოფი და ინდივიდუალური კონსულტაციები.