გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის მორიგ ტურში „ალმერიას“ უმასპინძლა და მატჩი 2:2 დასრულდა.საქართველოს ნაკრების მეკარე „მესტალიელთა“ ძირითად შემადგენლობაში იყო.
მამარდაშვილს პირველ ტაიმში კარგი მომენტი ჰქონდა 44-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა – გიორგიმ დარტყმის მიმართულება გამოიცნო, რამაზანმა კი ბურთი ძელს მოარტყა. მეორე ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა. „ვალენსია“ პირველად 48-ე წუთზე კლუივერტის გოლით დაწინაურდა, „ალმერიამ“ წონასწორობა 54-ე წუთზე ჩუმის გოლით აღადგინა.
კიდევ ერთხელ იყო „ვალენსია“ წინ გასული როდესაც 65-ე წუთზე გოლი გაიამ გაიტანა, ალმერიამ კი ისევ მალევე 74-ე წუთზე მამარდაშვილის კარი ფრანსისკო პორტილიომ აიღო.
საბოლოოდ, ეს დაძაბული დაპირისპირება 2:2 დასრულდა. „ვალენსიამ“ 18 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე დარჩა.