ხულოს სოფელ წაბლანაში 5-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
“ხანძრის სავარაუდო მიზეზი სახლის ძველი ელექტროგაყვანილობაა“ - განაცხადა მერიის წარმომადგენელმა რაულ მახარაძემ.
მისივე განცხადებით, ოჯახი დროებით საცხოვრებლად, სოფლის ერთ-ერთ ცარიელ სახლში გადაიყვანეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან.