22 იანვარი უკრაინის ერთიანობის დღეა - თითქმის ერთი წელია ქვეყანა ომშია და იგი მილიონობით ადამიანმა დატოვა.
იძულებით ემიგრაციაში მყოფებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ქვეყნის მხარდამჭერი დემონსტრაციები გამართეს. მათ შორის საქართველოში.
თბილისსა და ბათუმშიც გაიმართა აქციები, სადაც უკრაინელები მადლობას უხდიდნენ ყველა ქვეყანას დახმარებისთვის.