თბილისში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები, უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით, აქციას მართავენ. უკრაინელებს საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ - ისინი პუტინის ომს გმობენ.
„მშვიდობის ხიდზე’’ შეკრებილი აქტივისტები, რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ცივილიზებული სამყაროს ერთობის ნიშნად ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ.